IT'S GREAT
AND SO EASY
TO SKATE
IN TBILISI!

***
ყინულის მოედანზე მეცადინეობები განახლდა 25 მარტს.

***
საქართველოში ფიგურულ ციგურაობას საფუძველი ჩაეყარა 1960 წელს, როდესაც ბაკურიანში გაყინულ ტბაზე ვარჯიშებს შეუდგა საქართველოს მოციგურავეთა პირველი თაობა.

საქართველოს პირველი ჩემპიონატი ჩატარდა 1961 წელს.

1964 წელს კი თბილისში გაიხსნა საქართველოში პირველი ხელოვნური არასტანდარტული ზომის საციგურაო მოედანი, რომელიც ამჟამად ცნობილია როგორც მარინა ცერცვაძის სახელობის ფიგურული სრიალის სპორტული ცენტრი.

განვლილ დროში სპორტული ცენტრის მიერ აღზრდილმა საქათველოს წამყვანმა მოციგურავეებმა მიაღწიეს არაერთ წარმატებას როგორც ყოფილი საბჭოთა კავშირის, ასევე საერთაშორისო სპორტულ სარბიელზე.

საქართველოს წარმომადგენლები სამჯერ ფლობდნენ საბჭოთა კავშირის თასს (1975, 1976 და 1987 წლებში). მოყოლებული 1970 წლიდან საქართველოს მოციგურავეები არაერთგზის გახდნენ საკავშირო და საერთაშორისო შეჯიბრებების პრიზიორები, მათ შორის პირველი ადგილის მფლობელები.

საქართველოს მიერ 1991 წელს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ჩვენი ქვეყნის მოციგურავეები რეგულარულად და წარმატებულად ასპარეზობენ ევროპისა და მსოფლიო პირველობებზე.

ელენე გედევანიშვილმა 2010 წლის ევროპის პირველობაზე (ქ. ტალინი, ესტონეთი) პირველმა საქართველოს ზამთრის სპორტის სახეობათა ისტორიაში მოიპოვა მესამე ადგილი. მან ასეთივე წარმატებას მიაღწია 2012 წლის ევროპის პირველობაზე (ქ. შეფილდი, დიდი ბრიტანეთი).

წარმატებად უნდა ჩაითვალოს აგრეთვე ყინულზე მოცეკვავეთა წყვილების (ელისონ რიდი/ოთარ ჯაფარიძე - 2009-2011 წ.წ., ანგელინა ტელეგინა/ოთარ ჯაფარიძე - 20012-2013 წ.წ.) მიღწევები სხვადასხვა დონის შეჯიბრებებზე, მათ შორის ევროპისა და მსოფლიო პირველობებზე.

საქართველოს მოციგურავეებმა ღირსეულად იასპარეზეს 2002, 2006 და 2010 წლების ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე.

ბოლო დროს ფიგურულმა ციგურაობამ დამსახურებულად დაისაკუთრა წამყვანი პოზიციები ზამთრის სპორტის სახეობებს შორის. უკანასკნელ წლებში მკვეთრად გაიზარდა ამ ულამაზესი სპორტის სახეობის გეოგრაფია: გაიხსნა ყინულის სასახლეები და საციგურაო მოედნები ბათუმსა და ქუთაისში. წამოიზარდა ადგილობრივ ნორჩ მოციგურავეთა თაობა. ყველაფერმა ამან გამოიწვია ფიგურული სრიალის პოპულარობის ზრდა, რაც მომავალში უფრო მაღალი შედეგების საწინდარია.
სპორტული ცენტრი ფუნქციონირებს სრული თვითდაფინანსებით - ყველა კომუნალური და სხვა სახის ხარჯების დაფარვა, აგრეთვე მომსახურე პერსონალისა და მწვრთნელთა შრომის ანაზღაურება ხორციელდება სპორტული ცენტრის მიერ გაწეული მომსახურებისათვის მოზიდული თანხებიდან.

საციგურაო მოედნის ზომებია:
- სიგრძე: 26,45 მეტრი
- სიგანე: 26,45 მეტრი
- ფართი: 700 კვადრატული მეტრი

გთავაზობთ სამი სახის მომსახურებას:
- მეცადინეობები სპორტულ ჯგუფში (ძირითადი მომსახურება)
- ინდივიდუალური მოსამზადებელი გაკვეთილები (საჭიროებისამებრ)
- სამოყვარულო სრიალის სესიები (შაბათსა და კვირას)

ერთი მეცადინეობის, გაკვეთილის ან სესიის ხანგრძლივობა 45 წუთია.

ბავშვები სპორტულ ცენტრში მიიღებიან 3,5-4 წლის ასაკიდან.

მიღებისას ყურადღება მახვილდება როგორც ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ფიზიკური განვითარების დონეზე, ასევე გორგოლაჭებიან ციგურებზე (ე.წ. "როლიკებზე") და/ან თხილამურებზე სრიალის გამოცდილებაზე.

ამ კრიტერიუმების დაბალი შეფასების საფუძველზე როგორც ბავშვებს, ასევე მოზრდილებს გთავაზობთ ინდივიდუალურ მოსამზადებელ გაკვეთილებს.
ბავშვების მიერ გაკვეთილების წარმატებით გავლის შემდეგ ხორციელდება მსურველების ჩარიცხვა ახალბედა მოციგურავეთა ერთ-ერთ სპორტულ ჯგუფში.

გთავაზობთ სპორტული ჯგუფების ორ სახეს:
- კვირაში ვარჯიშების რაოდენობა: 2, ერთი თვის საფასური: 60 ლარი*
- კვირაში ვარჯიშების რაოდენობა: 3, ერთი თვის საფასური: 80 ლარი*

საფასურის გადახდა ხორციელდება ნებისმიერი ბანკის ნებისმიერ ფილიალში. გადახდისას მითითებული უნდა იქნეს როგორც ბავშვის, ასევე მწვრთნელის სახელი და გვარი. ქვითარი უნდა ჩაბარდეს მწვრთნელს.

რაც შეეხება ყოველი მომდევნო გადახდის წესს, ის მარტივად აიხსნება კონკრეტულ მაგალითზე: ვთქვათ, წინა გადახდა განხორციელდა 17 ოქტომბერს, მაშინ შემდეგი გადახდა უნდა მოხდეს არაუგვიანეს 18 ნოემბრისა.

სპორტული ცენტრის საბანკო რეკვიზიტები:
- სახელმწიფო ხაზინის ანგარიში: TRESGE22
- სახაზინო ანგარიში (კოდი): 741707499
- ვალუტა: ლარი

ინდივიდუალური მოსამზადებელი გაკვეთილის საფასურის გადახდა ხორციელდება უშუალოდ სპორტული ცენტრის სალაროში. ქვითარი უნდა ჩაბარდეს მწვრთნელს.

ინდივიდუალური მოსამზადებელი გაკვეთილის საფასური:
- საკუთარი ციგურებით: 15 ლარი
- ნაქირავები ციგურებით: 18 ლარი**

სამოყვარულო სესიის საფასურის გადახდა ასევე სპორტული ცენტრის სალაროში ხორციელდება. ქვითარი უნდა ჩაბარდეს მორიგე მწვრთნელ-ინსტრუქტორს.

სამოყვარულო სესიის საფასური:
- საკუთარი ციგურებით: 9 ლარი
- ნაქირავები ციგურებით: 12 ლარი**

*საფასური არ შეიცავს ციგურების ღირებულებას.
**ციგურების გაქირავების პუნქტი განთავსებულია სპორტული ცენტრის სალაროში.
ორშაბათი

08:00-09:00 მამულაშვილი: ჯგუფი № 6
09:00-09:45 მამულაშვილი, ბიბილაშვილი: ჯგუფები №№ 9, 10
09:45-10:30 კოროლიოვა, ლომინაძე: ჯგუფები №№ 11, 12
10:30-11:15 მაჭავარიანი: ჯგუფი № 13
14:30-15:15 დოლიძე: ჯგუფი № 14
15:15-16:00 მაჭავარიანი, დოლიძე: ჯგუფები № 15, 42
16:00-17:00 ჯაიანი: ჯგუფი № 5
17:00-18:00 ჯაფარიძე, მაჭავარიანი: ჯგუფები №№ 3, 4
18:00-18:45 კორკოტაშვილი, სამხარაძე: ჯგუფები №№ 16, 17
18:45-19:30 კორკოტაშვილი, სამხარაძე: ჯგუფები №№ 18, 19
20:00-21:15 ჯაფარიძე, ჯაიანი: ჯგუფები №№ 1, 2

სამშაბათი

08:00-09:00 ჯაფარიძე, მაჭავარიანი: ჯგუფები №№ 3, 4
09:00-09:45 აბაშიძე, მამულაშვილი: ჯგუფები №№ 20, 21
09:45-10:45 მამულაშვილი: ჯგუფი № 6
15:00-15:45 დოლიძე: ჯგუფი № 22
15:45-16:30 კოროლიოვა: ჯგუფი № 23
16:30-17:15 მაჭავარიანი: ჯგუფი № 24
17:15-18:00 ჯაიანი, აბაშიძე (დ): ჯგუფები №№ 7, 8
18:00-18:45 ჯაიანი, სამხარაძე: ჯგუფები №№ 25, 26
18:45-19:30 სამხარაძე, აბაშიძე (დ): ჯგუფები №№ 27, 28
20:00-21:15 ჯაფარიძე, ჯაიანი: ჯგუფები №№ 1, 2

ოთხშაბათი

08:00-09:00 მამულაშვილი: ჯგუფი № 6
09:00-09:45 მამულაშვილი, ბიბილაშვილი: ჯგუფები №№ 9, 10
09:45-10:30 კოროლიოვა, ლომინაძე: ჯგუფები №№ 11, 12
10:30-11:15 მაჭავარიანი: ჯგუფი № 13
14:30-15:15 დოლიძე: ჯგუფი № 14
15:15-16:00 მაჭავარიანი, დოლიძე: ჯგუფები № 15, 42
16:00-17:00 ჯაიანი: ჯგუფი № 5
17:00-18:00 ჯაფარიძე, მაჭავარიანი: ჯგუფები №№ 3, 4
18:00-18:45 კორკოტაშვილი, სამხარაძე: ჯგუფები №№ 16, 17
18:45-19:30 კორკოტაშვილი, სამხარაძე: ჯგუფები №№ 18, 19
20:00-21:15 ჯაფარიძე, ჯაიანი: ჯგუფები №№ 1, 2

ხუთშაბათი

08:00-09:00 მამულაშვილი: ჯგუფი № 6
09:00-09:45 აბაშიძე, მამულაშვილი: ჯგუფები №№ 20, 21
15:00-15:45 დოლიძე: ჯგუფი № 22
15:45-16:30 კოროლიოვა: ჯგუფი № 23
16:30-17:15 მაჭავარიანი: ჯგუფი № 24
17:15-18:00 ჯაიანი, აბაშიძე (დ): ჯგუფები №№ 7, 8
18:00-18:45 ჯაიანი, სამხარაძე: ჯგუფები №№ 25, 26
18:45-19:30 სამხარაძე, აბაშიძე (დ): ჯგუფები №№ 27, 28
20:00-21:15 ჯაფარიძე, ჯაიანი: ჯგუფები №№ 1, 2

პარასკევი

08:00-09:00 მამულაშვილი: ჯგუფი № 6
09:00-09:45 მამულაშვილი, ბიბილაშვილი: ჯგუფები №№ 9, 10
09:45-10:30 კოროლიოვა, ლომინაძე: ჯგუფები №№ 11, 12
10:30-11:15 მაჭავარიანი: ჯგუფი № 13
14:30-15:15 დოლიძე: ჯგუფი № 14
15:15-16:00 მაჭავარიანი, დოლიძე: ჯგუფები № 15, 42
16:00-17:00 ჯაიანი: ჯგუფი № 5
17:00-18:00 ჯაფარიძე, მაჭავარიანი: ჯგუფები №№ 3, 4
18:00-18:45 კორკოტაშვილი, სამხარაძე: ჯგუფები №№ 16, 17
18:45-19:30 კორკოტაშვილი, სამხარაძე: ჯგუფები №№ 18, 19
20:00-21:15 ჯაფარიძე, ჯაიანი: ჯგუფები №№ 1, 2

შაბათი

08:00-09:15 ჯაფარიძე, ჯაიანი: ჯგუფები №№ 1, 2
09:15-10:15 ჯაფარიძე, მაჭავარიანი: ჯგუფები №№ 3, 4
10:15-11:15 ჯაიანი: ჯგუფი № 5
11:15-12:00 ჯაიანი, აბაშიძე (დ): ჯგუფები №№ 7, 8
12:00-12:45 აბაშიძე, კოროლიოვა: ჯგუფები №№ 29, 30
12:45-13:30 კოროლიოვა, ბიბილაშვილი: ჯგუფები №№ 31, 32
13:30-14:15 ბიბილაშვილი, ჯაიანი: ჯგუფები №№ 33, 34
14:15-15:00 აბაშიძე, მაჭავარიანი: ჯგუფები №№ 35, 36
15:00-15:45 მაჭავარიანი, სამხარაძე: ჯგუფები №№ 24, 25
15:45-16:30 კორკოტაშვილი, ბიბილაშვილი: ჯგუფები №№ 37, 38
16:30-17:15 კორკოტაშვილი, აბაშიძე: ჯგუფები №№ 39, 40
17:15-18:00 ბიბილაშვილი: ჯგუფი № 41
18:00-20:00 მოყვარულები

კვირა

08:45-09:45 ჯაიანი: ჯგუფი № 5
09:45-10:30 აბაშიძე, მამულაშვილი: ჯგუფები №№ 20, 21
10:30-11:15 დოლიძე, კოროლიოვა: ჯგუფები №№ 22, 23
11:15-12:00 აბაშიძე (დ): ჯგუფი № 28
12:00-12:45 აბაშიძე, კოროლიოვა: ჯგუფები №№ 29, 30
12:45-13:30 კოროლიოვა, ბიბილაშვილი: ჯგუფები №№ 31, 32
13:30-14:15 ბიბილაშვილი, ჯაიანი: ჯგუფები №№ 33, 34
14:15-15:00 აბაშიძე, მაჭავარიანი: ჯგუფები №№ 35, 36
15:00-15:45 ჯაიანი, სამხარაძე: ჯგუფები №№ 26, 27
15:45-16:30 კორკოტაშვილი, ბიბილაშვილი: ჯგუფები №№ 37, 38
16:30-17:15 კორკოტაშვილი, აბაშიძე: ჯგუფები №№ 39, 40
17:15-18:00 ბიბილაშვილი: ჯგუფი № 41
18:00-20:00 მოყვარულები
twizzle.ru/video - ფიგურული სრიალის ძირითადი ელემენტების შესრულება
proskating.ru - ფიგურული სრიალისათვის საჭირო აქსესუარების ნახვა და შეძენა
შემდეგ ვიდეოში, ვფიქრობ, წარმოდგენილია 2015-2016 წლების სპორტული სეზონის საუკეთესო შესრულება!
უფრო მეტიც, ეშლი ვაგნერის ეს ნამდვილად საოცარი პროგრამა წარმოადგენს სპორტისა და ხელოვნების უნიკალურ და იდეალურ შერწყმას!
teimuraz[dot]dokvadze[at]yahoo[dot]com